სამართალი
უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „კუწუ“ გამოაძევეს

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ცნობით, გიორგი ლობჟანიძე კიევში აიყვანეს. ინფორმაცია კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შესახებ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიაჩისლავ აბოშკინმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
მისივე თქმით, ეს უკვე რიგით მეოთხე „კანონიერი ქურდია“, რომელიც კიევში დააკავეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსთავში დაბადებული გიორგი ლობჟანიძე 2007 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს და მოქალაქეობაც აქვს.
მედიასაშუალებების ცნობით, ლობჟანიძე იმ კრიმინალური ავტორიტეტებიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებენ.