საზოგადოება
ხულოს რაიონის 40 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი

didtovlobaდიდთოვლობის გამო ხულოს რაიონში ასამდე სახლი და რამდენიმე სამედიცინო პუნქტია დაზიანებული. 40–მდე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს. მოსახლეობას დაეხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოსა და შუახევის სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო. 50-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გახიზნული.