აქტუალური
გრიგორი კარასინი: საქართველოს პრემიერის განცხადება იყო მიმართული აფხაზეთსა და ოსეთთან პოზიტიური წინსვლისკენ, თუმცა ვიხილეთ პარლამენტის მკვეთრი განცხადებაც

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კარასინმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე დროა, თბილისმა აირჩიოს, იყოს ხისტი თუ მოქნილი და თანმიმდევრული. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის განცხადებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციული განცხადების სრული უარყოფა მოახდინა.
ქართველი პოლიტიკოსების, ხელმძღვანელების, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებები იყო მიმართული კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, მათთან ურთიერთობის ახალი გზების ძიებისკენ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. თუმცა, შემდეგ მოულოდნელად ჩვენ წავიკითხეთ ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელმაც კვირიკაშვილის განცხადების სრული უარყოფა განახორციელა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დროა, თბილისმა აირჩიოსიყოს ხისტი თუ იყოს მოქნილი და თანმიმდევრული. ეს ყველას ესმის. საქართველოს პრემიერ- მინისტრის განცხადებაში ჩვენ დავინახეთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირის, ურთიერთობებ დალაგებაზე კიდევ ერთხელ პოზიტიურად დაფიქრების შეთავაზება. როგორც ვხედავ, დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სოხუმსა და ცხინვალში. თუმცა, შემდგომმა განცხადებებმა მთლიანად გადახაზა ეს კონსტრუქცივიზმი. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში გრძელდება შიდაპოლიტიკური ბრძოლა, თუმცა საჭიროა გარკვეული საერთო ნაციონალური პრიორიტეტები, რომელიც მხარდაჭერილი იქნებოდა პოლიტიკოსების უმეტესობის მხრიდან“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
ჟენევის მოლაპარაკებათა 43-ე რაუნდი 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.