აქტუალური
ლევან იზორია მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის მონტენეგროში ვიზიტი დასრულდა. ლევან იზორია პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განვლო.
შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის – ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გახდა.
ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს "ახალმა მეგობარმა" - მონტენეგრომ - ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.
მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობის უფლება შეუჩერდება რუსეთის საპატიო კონსულსაც.
ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ რუს დიპლომატს მონტენეგროს დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მიეცა.