პუბლიკაციები
რეზო ამაშუკელი: რუსთაველის ქვეყანაში ამ მძიმე დღეებში რუსებისა და რუსეთის მწუხარებას იზიარებენ!

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ვეფხისტყაოსნისქვეყნიდან მსურს, მეგობრობის ხელი გავუწოდო კემეროვოში დაღუპულთა ყველა ახლობელს, მთელ რუს ხალხს, რათა ამ მძიმე დღეებში მასზე დაყრდნობა შეძლოთ.
მოხუცი პოეტის ხელი - დიდი ვერაფერი საყრდენია, მაგრამ ის მტკიცეა იმისათვის, რომ მახვილით განგმიროს ყველა ჩვენი მტერი - ისინი, ვინც თქვენ უახლოესი ადამიანები წაგართვათ, ვინც ჩვენ, ქართველებს და რუსებს, ერთმანეთი წაგვართვა!
მწარეა, რომ მხოლოდ საზარელი ტკივილი გვაიძულებს, ვიგრძნოთ - რა ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ ძმები ვართ...
ისინი აღარ დაბრუნდებიან და ნუგეშის სიტყვები არ გამაჩნია, მაგრამ საქართველოში ამბობენ, ღმერთსაც კარგი უნდაო თავისთვის.
თქვენი ახლობლები, თქვენი შვილები ახლა სამოთხეში არიან და ზეციდან დაგვყურებენ, როგორც ანგელოზები!
თუმცა, სანამ ცოცხლები ვართ, ცეცხლზე მეტად დაგვწვავს ფიქრი ამქვეყნად მათ უკანასკნელ წუთებზე, ყველაზე ბედნიერი კი ის ღამეები იქნება, როცა ისინი დაგვესიზმრებიან...
უფალო, მოგვიტევე, რომ ვერ მოვუფრთხილდით! და სასუფეველი დაუმკვიდრე!“, - წერს დიდი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი