აქტუალური
ქართველებს მალე პურიც მოენატრებათ

Breadსაქართველოში პურის ფასმა ისევ მოიმატა. ამჯერად იგი 10 თეთრით გაძვირდა. მწარმოებლები პურის გაძვირებას ფქვილზე ფასის ზრდით ხსნიან.

პურის მეოთხე ქარხნის დირექტორის - მალხაზ დოლიძის განცხადებით, არის ობიექტები, სადაც ფასები არ გაზრდილა, მაგრამ პურის წონა შემცირდა. ობიექტების უმრავლესობა კი კორექტირებას პურის ფასის ზრდით აკეთებს.

მისივე განცხადებით, ძირითადმა მიმწოდებელმა დღეს ერთი ტომარა ფქვილი ქარხანას ორმოცდათორმეტ ლარად მიაწოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქინფორმის კორესპონდენტს თბილისში მცხოვრებმა მანანა კაციტაძემ განუცხადა:

" ასე თუ გაგრძელდა და ჩვენზე, ანუ ქართველ ხალხზე ზრუნვა არავინ დაიწყო, საქართველოში დიდი ამბებნი დატრიალდება. სხვა რომ ვერაფერი ეყიდა ქართველ ადამიანს, პური მაინც სულ იყო სახში, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ახლა, როდესპური 80 და 90 თეთრი ღირს, ხალხს უკვე მისი ყიდვის საშულებაც აღარ გვაქვს. რა უნდა ვქნათ? დავიხოცოთ და მხოლოდ ფულიანები გადარჩნენ, რომ ქვეყანაში პრობლემა აღარ იყოს? მოგვხედეთ, გვშია!"