სამართალი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთ-ერთმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა - უგრეხელიძე თანამდებობას ტოვებს

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის ეკა მესხიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს და პოლიტიკურს უწოდებს.
მისივე თქმით, ეკა მესხიძის ბრალდებებმა მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მისი მეუღლე ზურაბ ყიფიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა და საჯარო რეესტრში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან – 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან შევიწროვებისმსხვერპლი. ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ . მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი („ნაციონალური მოძრაობისწევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს”, – წერს პაპუნა უგრეხელიძე.
მისივე თქმით, მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც შეატყობინა, რომ მისი მეუღლე არ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან უჩივლებდა.
მისივე თქმით, ეკა მესხიძის მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მან შევიწროების ფაქტებზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურიდან წავიდა.
აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა სიტყვიერი ძალადობისარარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ეკა მესხიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე შევიწროებისარგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა”, – წერს უგრეხელიძე.
მისი თქმით, ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც ახალი სამსახური – GIZ სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც გაუწია.
ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ . მესხიძის შევიწროებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც .. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვისსახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია. როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი დასკვნებიყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს”, – წერს უგრეხელიძე.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ეკა მესხიძესთან მეგობრობდა.
ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია. ტორტის ფოტოც იხილეთ აქ”, – აღნიშნავს უგრეხელიძე.
პაპუნა უგრეხელიძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრს უკვე მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.
ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება.

P.S. გუშინ იუსტიციის მინისტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე, ვიყავი რა ნასამართლევი. ამ კითხვის ავტორებს შეუძლიათ, ნახოთ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ! დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით”, – წერს პაპუნა უგრეხელიძე.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დააკმაყოფილა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.