საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და ზურაბ აბაშიძე რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო, მათ შორის, საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, რუს ხალხს”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ გვერდზე „ტვიტერში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში, ირაკლი კობახიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ მათ შორის ათობით ბავშვია. საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო, მათ შორის, საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

ქალაქ
კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 41 ბავშვია.