საზოგადოება
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. აფხაზური მედიის ცნობით, რუსული მხარე მზადაა, აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა.
მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ. ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.
მისივე ინფორმაციით, მწერები რაიონულ განყოფილებებში მჭიდროდ დახურული პლასტმასის ჭურჭლით უნდა მიიტანონ.