აქტუალური
გაიყიდა "თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი". მისი ახალი მფლობელი კერძო პირი ლიანა ჯინჭარაძეა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ აუქციონზე ჯინჭარაძემ აღნიშნული ობიექტი 770 ათას ლარად შეიძინა. სამინისტროში სხვა განაცხადი არ შესულა.ობიექტის საწესდებო კაპიტალი 495 280.00 ლარითაა განსაზღვრული. კლინიკას 16 497.00 ლარის დებიტორული და 25 448.36 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკის ახალი მფლობელი ვალდებულია, სამშობიარო სახლს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.