პოლიტიკა
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკვირვებას გამოთქვამენ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით“ - განცხადება

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი.
სამწუხაროა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის რესპუბლიკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში მსჯელობს. არადა, ბელრუსის სახელმწიფოს ლიდერისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ რესპუბლიკა აფხაზეთი საქართველოსმხარეარ არის, აფხაზეთი არის სახელმწიფო, რომელიც 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიის შემდეგ ოფიციალურადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები სამართლებრივ ბაზაზე ყალიბდება და სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. აფხაზეთის რესპუბლიკა აყალიბებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს გაეროს წევრ რიგ სხვა ქვეყნებთანაც.
აფხაზეთის
, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების წინაშე დგას ამოცანები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას უკავშირდება, ასევე ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფოსთვის აქტუალური სხვა ამოცანები.
აფხაზეთს ყოველწლიურად დსთ-ის ქვეყნებიდან, მათ შორის ბელრუსიდან ერთ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ბელორუსიის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმია გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, არ გაგაკვირვოს ალექსანდრე ლუკაშენკოს გამონათქვამმა იმის შესახებ, რომ აფხაზეთიგაუგებარ რამეს დაემსგავსა”. უღირსად მიგვაჩნია ბელრუსის რესპუბლიკისრუსეთის მოკავშირე ქვეყნის ლიდერისთვის, გაახმოვანოს მსგავსი მოსაზრებები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკას შეურაცხყოფს, - ნათქვამია უწყების საიტზე განთავსებულ განცხადებაში.