სამართალი
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ჭიათურის შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი შახტის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
ჩამოინგრა სამთო მასა, სადაც მუშაობდნენ მაღაროელები. ერთ-ერთი მაღაროელი დიდი ლოდის ქვეშ მოყვასამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, იმდენად დიდია ის ლოდი, რომ რეფერატორები შეიტანეს მის დასაშლელად, რომ მის ქვეშ მოყოლილი გამოიყვანონ. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელზეც მუშაობდნენ, ავარიული იყო, მაგრამ ადმინისტრაცია ავალდებულებდა იქ მუშაობას. მეორე ფაქტორია, რომ სამთო სამუშაობის შესახებ წესებში წერია, რომ არ შეიძლება იმ ადგილზე მუშაობა, სადაც მაღარო გამაგრებული არ არის", — განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლით — უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს.
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 58 ადამიანი, დაზიანებები მიიღო 84-მა.