მეუფე შიო: თუ გინდა, საშუალო წარმატება გქონდეს, უნდა იყო ყველას მსახური, ხოლო თუ გინდა, იყო დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი!
რელიგია
მეუფე შიო: თუ გინდა, საშუალო წარმატება გქონდეს, უნდა იყო ყველას მსახური, ხოლო თუ გინდა, იყო დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი!

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას თქვა, იუწყება "ინტერპრესნიუსი".
სიონის ტაძარში მეუფე შიომ სახარებიდან იქადაგა, თუ რას ასწავლიდა იესო ქრისტე თავის მოციქულებს წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ. მან ასევე ბრძანა, რომ თუკი ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის ვერავის მსახური ვერ იქნება, მით უფრო, მთელი ერის.
ჩვენ შორის, ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია და ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ჩვენ ბავშვებს ვზრდით, რომ იყვნენ წარმატებული, იყვნენ ლიდერები, ჰქონდეთ ხელმწიფება, პირველობა და სხვები ემსახურებოდნენ მას. ამაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი ნუ იქნები! როგორც სახარება ამბობს, ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა, ხოლო წარმატება არის პირიქით. უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება არის, იყო ყველას მსახური. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, ის უნდა იყოს მონა. ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ჩვენ გვინდა, რომ კერპს, რომელიც საკუთარი თავისგან გვაქვს შექმნილი, ველოლიავოთ, გავწმინდოთ და შევინახოთ“, - თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას.