სტიქიამ კახეთს 40 ათასი ლარის ზარალი მიაყენა
დიდთოვლობამ და ქარიშხალმა კახეთის რეგიონს 40 ათასი ლარის ზარალი მოუტანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, ძლიერმა ქარმა საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადაჰხადა.
„ზარალის დამთვლელმა კომისიებმა მუშაობა დაასრულეს და აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაიხარჯება“, - განაცხადა სიბაშვილმა.