აქტუალური
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. 22 მარტს, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სულ 11 შეთანხმებას სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.