საზოგადოება
„სითი პარკის“ თანამშრომლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდებიან

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. მინდა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დავავალო, „სითი პარკში“ დასაქმებული 120 თანამშრომლის გამოცდილება გამოვიყენოთ და ეს ადამიანები სამსახურში ავიყვანოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, შევეხოსითი პარკისთანამშრომლების ბედს და საკითხს. რამდენიმე დღის წინ მე დამისვეს ეს შეკითხვა და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იყოს გამოყენებული და ეს ადამიანები იქნენ აყვანილი სამსახურში. ეს ადამიანები არიან ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ყველა საჭირო ზომის მიღება.
ასევე მინდა, მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. მხედველობაში მაქვს საპარკინგე სივრცეების კეთილმოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება და, ასევე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ არის რაიმე საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა 10 აპრილიდან. მიიღეთ ყველანაირი ზომები, თუ არის რაღაცები შესაძენი, აუცილებლად გააკეთეთ ეს, რომ კომპანიამ უპრობლემოდ გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა კახი კალაძემ.