პოლიტიკა
სკანდალი! საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის საუკეთესო წყალქვეშა ნავი რუსეთზე დარტყმების დამუშავებისას არქტიკის ყინულებში გაიჩხირა!

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, წყალქვეშა ნავი Hartford რუსეთისთვის დარტყმების მიყენების სცენარებზე მუშაობისას არქტიკის ყინულებში გაიჭედა. ნატოს ძალების სწავლების გეგმით, სუბმარინები Hartford და Connecticut, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სიამაყეს წარმოადგენს, ზედაპირზე უნდა ამოსულიყვნენ და მოწინააღმდეგისთვის პირობითი დარტყმა მიეყენებინათ. წყალქვეშა ნავები „სტელს ტექნოლოგიებს“ იყენებენ და ფრთოსანი რაკეტებით არიან შეიარაღებული, თუმცა არქტიკულ ყინულებს ვერ გაუმკლავდნენ.
„სავსებით შესაძლებელია, რომ მალე რუსეთს კიდევ ერთი „საიდუმლო იარაღის“ - ყინულის გამოყენებაში დაადანაშაულებენ!“, - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.