პოლიტიკა
აშშ-ის ახალი ბიუჯეტი: 250 მილიონი დოლარი - „რუსულ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად, საქართველოს - 105 მილიონ 320 ათასი დოლარი

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესი, ბოლოს და ბოლოს, ემზადება 2018 ფინანსური წლისთვის 1 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დასამტკიცებლად, საიდანაც 700 მილიარდი დოლარი თავდაცვისთვის არის განკუთვნილი (13%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს).
აშშ-ის ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს დახმარების სახით საქართველოსთვის - 105 მილიონ 320 ათასი, და უკრაინისთვის 420 მილიონ 600 ათასი დოლარის გამოყოფას.
კანონპროექტი ვარაუდობს 46 მილიარდი დოლარის გამოყოფას შიდა უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ის კონგრესს, ასევე, განზრახული აქვს 250 მილიონი დოლარის გამოყოფა „რუსულ გავლენასთან დასაპირისპირებლად“: „არანაკლებ 250 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფონდის მუშაობაზე... და ევროპასა და ევრაზიაში სამართალდამცველი ორგანოების და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობათა განმტკიცების პროგრამებზე, აგრეთვე აშშ-სთან და ნატოსთან ამ ქვეყნების თანამშრომლობის განმტკიცებაზე უსაფრთხოების სფეროში“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში. გარდა ამისა, ეს თანხები „რუსეთში დემოკრატიის განმტკიცების პროგრამებს“ მოხმარდება.