აქტუალური
რუსეთთან შეწყობაა საჭირო! - ტრამპმა განმარტა, რატომ მიულოცა პუტინს

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი: „მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რათა არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა (ადრე ობამამაც დაურეკა). ცრუ მედია გადაირია, იმიტომ რომ უნდოდათ, ის გამეკრიტიკებინა. ისინი მართლები არ არიან. რუსეთს და სხვებს თუ ეწყობი - ეს ცუდი კი არა, კარგია.
მათ
(რუსეთს - რედ.) შეუძლიათ დახმარება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, სირიის, უკრაინის, ისლამური სახელმწიფოს, ირანის და თუნდაც მომავალი გამალებული შეიარაღების პრობლემების მოგვარებაში. ბუში ცდილობდა შეწყობას (რუსეთთან - რედ.), მაგრამ გამჭრიახობა არ ეყო. ობამა და კლინტონიც ცდილობდნენ, მაგრამ ან საკმარისი ენერგია არ აღმოაჩნდათ, ან საერთო ენა ვერ გამონახეს. გაიხსენეთ „გადატვირთვა“! მშვიდობა ძალის მეშვეობით!“, - დაწერა ტრამპმა თავის გვერდზე ტვიტერში.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს, მას ხელახლა არჩევა მიულოცა, მიუხედავად მრჩევლების რეკომენდაციებისა - ეს არ გაეკეთებინა. გარდა ამისა, ლიდერებმა უახლოეს მომავალში შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს. აშშ-ში სახელმწიფოს მეთაურს კრიტიკის ნიაღვარი დაატყდა თავს. კერძოდ, პრეზიდენტის მოქმედებით უკმაყოფილება გამოთქვა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.