პუბლიკაციები
რამდენად მნივნელოვანია ავტომობილების რეექსპორტი საქართელოსთვის, როგორც რეგიონალური ჰაბისთვის

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ბოლო წლებს მონაცემებით, საქართველო ავტომობილების ბიზნესით რეგიონალურ ჰაბად გადაიქცა. მსოფლიოში და ზოგადად ჩვენს ნახევარ სფეროში ასეთი ჰაბი სულ რამდენიმეა. მაგალითისთვის, ფინეთი, რომელიც რუსეთს ამარაგებს ავტომობილებით. ასევე დუბაი, რომელშიც შედის ავტომობილები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, საწყობდება და შემდეგ იქიდან ნაწილდება რეგიონში. ასეთივე ჰაბად ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნებია: თვითონ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ რუსეთი, რომელსაც ჩვენგან გაჰყავს მანქანები. პოტენციაში არის შუა აზიის ქვეყნები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ასევე ირანი. საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბება ჩვენი ეკონიმიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამ განაპირობა ეს პროცესი? ამ და მსგავს საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“ კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორსგიორგი სურგულაძეს ესაუბრა:

საქრთველოს ჰაბად ჩამოყალიბება,მოქნილმა რეგულაციებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშწყობამ განაპირობა. მაგალითად, საქართველოში დილერს შეუძლია ავტომობილი შემოიყვანოს და საერთოდ არ განაბაჟოს პირველი 90 დღე, შემდეგ საბაჟო ტერმინალის ზონაში მოაქციოს სანამ არ გაყიდის. ეს ნიშნავს, რომ თუ მანქანა განბაჟებული არ არის, ზევიდან დარიცხული აქციზის ღირებულება აღარ აქვს და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისთვის ეფექტურია ამ მანქანის შეძენა. სწორედ ამან განაპირობა ჰაბის ფუნქციის ჩამოყალიბება, მოქნილმა საგადასახადო და საბაჟო სისტემამ, სამეზობლომ და შავმა ზღვამ, რომელიც კარიბჭეა და იქიდან შემოდის ეს ავტომობილები. ეს ქვეყნისთვის ეკონომიკურდ ძალიან მიმზიდევლია. მაგალითად, ერთ დილერს ჩამოჰყავს 5–10 მანქანა, შემდგომ რეალიზაციას უკეთებს და ვალუტის სახით მისი მარჟა პირდაპირ რჩება ქვეყნაში. ეს არის დოლარში გამოსახული ვალუტის შემოსავალი ქვეყნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ჩვენ ექსპორტს ვაკეთებთ.

ეს ავტომობილები, რომლებიც უცხოეთიდნ ჩამოდიან, არის ნედლეული. მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია მეორადი ავტომობილების სადაზღვეო აუქციონებიდან შეძენა. ასეთი აუქციონებია ამერიკაში, სადაც ეს ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. იქაური სადაზღვეოს შედეგად დაზიანებული ავტომობილის ხარჯს დაზარალებულს უნაზღაურებს და თავისთვის იტოვებს, შემდეგ გაჰყავს აუქციონზე და ყიდის. ასეთიაკოუპარტისავტო აუქციონი. ეს აუქციონი ყიდის მანქანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის შიგნით ამერიკაშიც. ასეთ ავტომობილებს დაბალი ფასი აქვს, შემდეგ მათი შეკეთება ხდება და ისევ ბაზარზე ბრუნდება. საქართველოს შემთხვევაში, ეს დაზიანებული ავტომობილი რომ შემოდის ქვეყნაში, სჭირდება ავტონაწილები და ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ დიდი ინდუსტრიაა. მას ასევე, სჭირდება აღდგენითი სამუშაოები და არც ამას ვართ მოკლებული, უამრავი ავტო სერვისია. შემდეგ უკვე რეალიზაცია ხდება რეექსპორტის მიმართულებით. ეს არის ძირითადი არსი ამ ავტოიმპორტის მიმართულებით.

კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი თვლის, რომ ამ საკითხში ერთერთი ლიდერია. შეიძლება ითქვას - ერთადერთიც. ამ ბაზრის ძალიან პატარა, თითქმის 10% გვიჭირავს. დანარჩენი კი, ჩრდილში მოქცეული კომპანიებია.

კავკასიის ავტოინპორტი 2004 წლიდანაა ბაზარზე წარმოდგენილი, რომელიც ახორციელებს ავტომობილების იმპორტს თავისი მომხმარებლების დაკვეთით. დღემდე ჩამოყვანილი გვყავს 50-60 000 მანქანაზე მეტი, რომლის ნახევარიც რეექსპორტირებულია ქვეყნის გარეთ.

რაც შეეხება კომპანიის მეორე ჯგუფს, - კავკასუს ავტო სერვისს, ეს, რეგიონალური აღდგენითი საწარმოქარხანაა, სადაც ნედლეულის სახით შედის მეორადი დაზიანებული მანქანა და იქიდან გამოდის დასავლური სტანდარტებით აღდგენილი,“– განაცხადა გიორგი სურგულაძემ.

რამდენიმე კვირის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გამარტივდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გნაცხადა:

"ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტისთვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმშემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილისრეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის100%-. აქამდე ჩვენ 50%- ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებსსაქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებულიდ ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენტუნარიანობაჩვენი მეწარმეების ამ დარგში", - აღნიშნა მინისტრმა.

აღნიშნული ცვლილება დადებითად და მომგებიანად შეაფასა ჯორჯიან თაიმსთან საუბარში კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა– გიორგი სურგულაძემ:

– ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა, რომელიც წაადგება რეექსპორტის ბაზარის წახალისებას. ბოლო 2014–15 წელბში ეს ბაზარი ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო რეგიონალური ბაზრების რყევის შედეგად. იმ პერიოდში, აზერბაიჯანში ნავთობის ფასი დაეცა, მათი ვალუტა გაუფასურდა და ეკონომიკური რყევა განიცადა. ზოგადად, აზერბაიჯანის ბაზარი და ეკომომიკა არ არის სტაბილური და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. ხალხმა აღარ შეიძინა ავტომობილები და ჩვენც ჩაგვივარდა რეექსპორტის ბაზარი. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში 2016–17 წლებში საქართველოში ეს ბაზარი გააქტიურდა, დასტაბილურდა აზერბაიჯანის ეკონომიკაც. ამ პერიოდში გასამმაგდა რეექსპორტი და 300%–ით გაიზარდა ბრუნვა. სომხეთიც გაქტიურდა. მათ შეჰყავთ მანქანები და საბაჟო რეჟიმში არიან რუსეთთან და იქ ყიდიან. ჩვენს ბაზარს დაემატა უკრაინაც, რომელიც ძლიან დიდია. ვფირობთ, რომ ეს ბაზარი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე მე–2 დგილი უჭირავს. ახალი ინიციატივა კი, ახალისებს რეექსპორტის მიმართულებას.

რატომაა მნიშვნელოვანი და რა არის ინიციატივის ძირითადი მიზანი?

– სულ თავიდან როცა რეექსპორტი ვითარდებოდა, კანონი იყო, რომ დილერს ავტომობლის შემოყვანის 45 დღიანი ვადა ჰქონდა და ამ პერიოდში უნდა გაეკეთებინა და გაეყიდა. თუ ვერ ასწრებდა, კიდევ 45 დღე უნდა დაემატებინა და 500 ლარი გადაეხადა. სანამ პატარა იყო ეს ბაზარი, კარგად მუშაობდა. შემდეგ, უკვე დილერებმა უფრო მეტი მანქანის შემოყვანა დაიწყეს. ადრე თუ ერთი მანქანა შემოჰყავდათ, ის 5 მანქანით გაზარდეს. ამდენი მანქანის მოწესრიგება 45 დღეში ვერ ხერხდებოდა. უწევდათ 500 ლარის დამატება, ან 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაახლოებით 2 წლის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს 45 დღიანი ვადა გახადეს 60 და 30 დღიანის დამატების საშუალება მისცეს 150 ლარად. ამან განაპირობა დილერების წახალისება, შემოიყვანეს უფრო მეტი ავტომობილი, უფრო მოქნილები იყვნენ რეექსპორტის მიმართულებით და დაიწყეს ამ მიართულებით მუშობა.

რა ხდება თუ ამ 90 დღეშიც ვერ ეტევი?

– არის ორი გამოსავალი: პირველი ვარიანტია, რომ წავიდეს ჯარიმაზე, რომელიც 1000 ლარია. ან შეიძლება საბაჟოს ტერმინალის ზონაში მოაქციოს დ იქიდან მოახდინოს ამ ავტომობილის რეალიზაცია. ეს საბაჟო ზონა ბაზრობაზევეა და საკმაოდ მოქნილია. თუმცა საბაჟო ზონაზე ავტომობილის შეყვანა დილერს არ მოსწონს და არ უნდა, რადგან უცხოეთიდან ჩამოსულმა მყიდველმა იცის, რომ ამ ზონაში არსებული ავტომობილი 90 დღის განმავლობაში ვერ გაიყიდა. ასე ვთქვათ ჩარჩა.

ახალი ინიციატივით, როცა დილერს შეუძლია განაბაჟოს ეს ავტომობილი, გადაიხადოს აქციზის ღირებულება, ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდის. იქ უკვე ტესტდრაივის საშუალებაც აქვს, რომელიც შეუძლებელია საბაჟო ზონაში. როცა განბაჟება ხდება და აქციზს იხდის, 90 დღე კიდევ უგრძელდება და ადვილად შეიძლება რეექსპორტირება. ამასთანავე, მთლიანად დაიბრუნებს აქციზის გადასახადს და არანაირად არ იზარალებს.

დაახლოებით რამდენია აქციზის გადასახადი?

– ეს ავტომობილზეა დამოკიდებული. ის ავტომობილები, რომლებიც საექსპორტოდ არის გამზადებული, შედარებით ახალია. სახელმწიფომ მიიღო სწორი მიმართულებით კანონი, როცა ძველ მანქანებზე აქციზის ღირებულება გაზარდა. ამან წაახალისა ის მომენტი, რომ დილერებს ჩამოეყვანათ ახალი მანქანები. მეზობელ ქვეყნებსაც ისეთი კანონმდებლობა აქვთ მიღებული, რომ ძველი მანქანის შეყვანა არ შეიძლება. ჩვენ უნდა შემოგვყავდეს ისეთი ავტომობილები, რომლებიც მოთხოვნადია აზერბაიჯანში და მეზობელ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე განბაჟების თნხა მერყევია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, დაახოლებით ეს არის 2000–2500 ლარის ფარგლებში. ამ თანხას იხდიან, მაგრამ მანქანის გაყიდვისთანავე უბრუნდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივაა. კარგია, როცა სახელმწიფო ამარტივებს და მოქნილ რეგულაციებს ქმნის, ეს მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს მასში მონაწილე სუბიექტებს.

ნინო ოთარაშვილი