აქტუალური
"თიბისი ბანკში" "თელასისა" და დასუფთავების სამსახურის მომსახურების გადახდა უფასოა, ხოლო წყლისა და გაზის გადასახადის გადახდისას აბონენტი ბანკს საკომისიოს სახით 50 თეთრს უხდის. აბონენტი უფასოდ გადაიხდის "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისა" და დასუფთავების სამსახურის მომსახურების საფასურს "ტაოპრივატბაკში", ხოლო "თელასის" მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიო 40 თეთრით არის განსაზღვრული. კომუნალური გადასახადების გადახდისას ცვლილებებს არ გეგმავს "საქართველოს ბანკი", სადაც აცხადებენ, რომ საკომისიოსთვის დაწესებულია კონკურენტული ფასი, რომელიც 50 თეთრს არ აღემატება.
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", თბილისის 25 ფილიალში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ არის შესაძლებელი, ხოლო სხვა ფილიალებში საკომისიო მომსახურება 50 თეთრით არის განსაზღვრული.