აქტუალური
განდონების კომპანია Aiisa მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს მათი პრეზერვატივების რეკლამისთვის და თანამშრომლობას სთავაზობს! - საქინფორმი

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პრეზერვატივების მწარმოებელმა პირველმა ქართულმა კომპანიამ Aiisa-მ (დამფუძნებელი და დირექტორი - ანანია გაჩეჩილაძე) უპასუხა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც აღშფოთებაა გამოთქმული „კომპანია Aiisa-ს და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობით“, რომელმაც რეკლამა გაუწია თავის პროდუქციას „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 18 მარტის უტიფარ, სარკასტულ და ცინიკურ სიუჟეტში“ (ტელეწამყვანი - ლგბტ-საზოგადოების წევრი გიორგი გაბუნია, ტელეკომპანია ეკუთვნის უპასპორტო სისხლის სამართლის დამნაშავეს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მანამდე მოაწყო სარეკლამო კამპანია „Путин – х..ло“!). საქინფორმი შეგახსენებთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ შოკოლადის გემოიანი პრეზერვატივების სერიის შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, წარწერით „სამეფო კარის თამაშები“.
საქინფორმი იუწყება, რომ კომპანია Aiisa, აგრეთვე, უშვებს პრეზერვატივებს, რომელთა შეფუთვაზე გამოსახულია - მეფე დავით აღმაშენებელი, „ქართლის დედის“ მონუმენტი, იოსებ სტალინი და ვლადიმერ პუტინი.
აი, რას პასუხობს ქართული განდონების ეს კომპანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს:
„მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს ინტერესის გამოხატვისთვის და პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე გაკეთებისთვის.
ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის და იმ მახასიათებლების აღქმა, რაც ბრენდს გამოარჩევს, მარტივია რიგითი ადამიანების უმრავლესობისთვის. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, მიიღონ მონაწილეობა მშვიდი გარემოს შექმნაში და გამოხატონ აზრი ძალადობის და მუქარის გარეშე.
ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შედგება „აიისას“, როგორც ბრენდის და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობა ისეთ სოციალურ საკითხებში, როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია“.