პოლიტიკა
ემზარ კვიციანი: ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად სუს-ს უნდა დაეკისროს!

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. კვიციანი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ტატუნაშვილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში რატომ მოხდა? ასევე რატომ არ არის ჩვენი მხარე დაცული, რომ .. საზღვრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებულები ყოველდღე არ იყვნენ? ამასთან, დე ფაქტო აფხაზეთში იორდანიის დელეგაცია იყო ჩასული. ჩვენოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონი გვაქვს, ამ შემთხვევაში ეს კანონი როგორ იმოქმედებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ხომ არ ვთხოვოთ, რომ იქნებ, ასეთი კანონი თავადაც შექმნან, რათა გვერდში დაგვიდგნენ, რომ ამ კანონმა, რომელიც ერთმანეთთან მისვლას მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს უკრძალავ, რაღაც ქმედითი ძალა შეიძინოს?“, – განაცხადა კვიციანმა.