აქტუალური
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. სირიაში ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობით აშშ თურქეთის მოტყუებას ცდილობს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში მმართველ პარტიასთან შეხვედრისას განაცხადა.
რეჯეფ ტაიიპ ერდოღანის თქმით, აშშ-მა ქურთულ ტერორისტულ ჯგუფებს შეიარაღება 5 ათასი სატვირთო ავტომობილით გაუგზავნა.
„ჩვენ გვინდოდა იარაღი ფულის სანაცვლოდ, თუმცა ვერ მივიღეთ. აშშ-მა იარაღი და აღჭურვილობა ტერორისტულ ჯგუფებს უსასყიდლოდ გადასცა. ეს როგორი პარტნიორობაა? ჩვენ ახლა იარაღის საწყობებს ვანადგურებთ, იარაღი კი ჩვენ გვრჩება,“ – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთი სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 20 იანვრის შემდეგ ატარებს.