აქტუალური
სკანდალი! ირანმა აშშ-ის და ისლამური სახელმწიფოს კავშირის მტკიცებულებები გაასაჯაროა

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველმა ჰუსეინ ამირ აბდულაჰიანმა ხაზი გაუსვა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საგანგებო დანიშნულების რაზმ „ყუდსის“ მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ქასემ სულეიმანიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ აშშ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია. დოკუმენტები შეიცავს ზუსტ ინფორმაციას აშშ-ისა და ის-ს გარიგების გეოგრაფიულ მდებარეობაზე, დროზე და დეტალებზე.
„როდესაც ერაყში ქალაქი მოსული ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ოკუპირებული, ამერიკული А-330 მოსულის აეროპორტში დაჯდა, თვითმფრინავიდან ამერიკელი გენერლები ჩამოვიდნენ, მერე კი სამხედრო ტექნიკის გადმოტვირთვა დაიწყო“, - უამბო გენერალმა სულეიმანიმ ამირ აბდულაჰიანს. „აეროპორტის ვიპ დარბაზში გენერლები მოსულში ისლამური სახელმწიფოს ლიდერებს 3 საათის და 22 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ, მერე კი თვითმფრინავში ჩასხდნენ და გაფრინდნენ“, - თქვა მან. ამერიკელებმა ის-სთვის იარაღი და აღჭურვილობა ჩაიტანეს, რომელიც ტერორისტებს სჭირდებოდათ. „სხვა ადგილზე სამი ამერიკული ვერტმფრენი დაეშვა და ისლამური სახელმწიფოს უფროს მეთაურებს სამხედრო ტექნიკა მიაწოდა“, - განაცხადა ამირ აბდულაჰიანმა გენერალ სულეიმანიზე დაყრდნობით.
ადგილობრივი წყაროები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამერიკულმა ვერტმფრენებმა სირიაში დეირ აზ-ზორიდან ისლამური სახელმწიფოს მეთაურების ევაკუაცია მოახდინეს. ისლამური რევოლუციის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა სეიდ ალი ხამენეიმ კი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ აშშ-ს ისლამური სახელმწიფო ავღანეთში გადაჰყავს. „ერაყიდან და სირიიდან ისლამური სახელმწიფოს ავღანეთში გადაადგილებით აშშ-ს რეგიონში თავისი ყოფნის გაგრძელების გამართლება და სიონისტური რეჟიმისთვის უსაფრთხოების შექმნა სურს“, - თქვა ირანის უმაღლესმა ლიდერმა.