პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: თავდადებული დიმიტრი მეორის მოლოდინში

       ისტორიის სისხლ-ცრემლით მორწყულ ეკლიან გზაზე,ქართველი ხალხი ბევრჯერ შებმია მის მოსასპობად შემართულ ხახადაბჩენილ ურჩხულად ქცეულ, სხვაზე ბატონობის ჟინით შებყრობილ ადამიანურ გამხეცებას. როცა ყოფნის უიმედობას არყოფნისაკენ დრო შეუჩერებლად ექაჩებოდა, ქართველი ერი დაუნდობელი რბევის ფერფლიდან ფენიქსივით ფეხზე დგებოდა და ეს კაცობრიობის კულტურის ნათელი სხივი, ისტორიის ქარბორბალაში ციმციმს აგრძელებდა, დღემდე ბოროტებამ რომ მისი ჩაქრობა ვერშეძლო, თუმცა მუხთლობით გვარიანად აბნელებს ნორმალური ცხოვრების ყოველ გამობრწყინებას.
       საქართველოს გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებდა, თუ არა ეროვნული სასიცოცხლო ინტერესებისათვის მამულიშვილური თავდადების მაგიერ თავადების, მთავრების, მეფეების და სხვა მედროვე უძღებ შვილთა მიერ სეპარატისტული, ქვეყნის ღალატთან წილნაყარი საკუთარი კეთილდღეობის კარიერისტული ამბიციებით ტკბობა.
       თემურ ლენგის გამანადგურებელი თავდასხმების შედეგად დასუსტებული საქართველო ერთიანი იყო, ასევე სუსტი ხელისუფლებით. რითაც ისარგებლეს ზემოთ მოხსენებულმა ვაი ქართველებმა. ქვეყნის ერთიანობის და გამძლავრებისათვის ზრუნვის მაგიერ დაშალეს, დააქუცმაცეს, ლეშზე დახარბებული აფთრებივით, მისი ნაწილები დაითრიეს და ერთმანეთს დაერივნენ.
         სულის შემხუთავი, მახრჩობელა სინანული გიბყრობს ამის წაკითხვისას, რის შემდეგ ქართველი ერი წელში ვეღარ გაიმართა. გაერთიანებას ვიღა ჩიოდა, როცა ძლიერი მეზობლები მის ნაწილებს ერთიმეორის მიყოლებით ყლაპავდნენ. ორი მტაცებლის ყბებში მოქცეული შეცოტავებული,დასუსტებული მოსპობის და გადაგვარებისკენ მიმავალ გზაზე ბოლო არსებობის წლებს ითვლიდა. გადარჩენის არავითარი იმედი არ იყო, აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთი ბატონობდა.ქართველთა საამაყო გმირი და გამჭრიახი პოლიტიკოსი ერეკლე სპარსეთის მიერ კახეთის სახანოს ხანად იყო დასმული, რომელსაც შემდეგში ქართლიც შეუერთეს. სპარსეთი ამ სახანოდან ხარკს იღებდა და ჩვენთვის მეფე ერეკლ;ე მეორე, მათთვის ერეკლე ხანი იყო.დასავლეთ საქართვედლოს თურქეთის ბრჭყალებიდან დახსნის არავითარი იმედის ფეთქვა არ იგრძნობოდა. ყეყეჩი, ამბიციებით მოაზროვნე, უცხოეთის ნოტზე მიმართული, მუხთლობით გარყვნილი ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, თურმე რუსეთმა დამოუკიდებლობა წაგვართვა მაშინ, როდესაც ერის ღირსეული მამულიშვილები ყელის წევით ევედრებოდნენ ქართველთა თავის მფარველობაში აყვანას. სად ხედავთ აქ დამოუკიდებლობას?!
       საბჭოთა კავშირის დროს მოკავშირე რესპუბლიკებიდან მარტო ბელორუსიას არ სჭირდებოდა რუსეთის დახმარება,დანარჩენები მის ცურზე იყვნენ მოჭიდებული. მათ შორის ყველაზე განებივრებული საქართველო რასაც აწარმოებდა, ოთხჯერ მეტს ითვისებდა. რუსები უამრავ კვების პროდუქტებს, რომელიც მათთან იწარმოებოდა, აქ ყიდულობდნენ და ამანათებით სახლში აგზავნიდნენ/ ვისი მზრუნველობით იქცა საქართველო მძლავრ ინდუსტრიულ-აგრარულ რესპუბლიკად,რომელსაც დღევანდელი ევრო- ამერიკული ბატონები დამცირებას ვერ აკადრებდნენ, რამეთუ მათზე არანაკლებად კეთილმოწყობილი, მძლავრი და უზრუნველყოფილი იყო. რა ჩამოთვლის იმ უამრავ სიკეთეს, რაც რუსეთთან მეგობრობამ შეგვძინა.
         მტერი ყოველთვისა ცდილობს შენი ერთგული მეგობარი, კეთილისმსურველი და გამართული ცხოვრების გარანტი შეგაძულოს. შედეგად გვაქვს საძირკვლიანად მომსპარი მძლავრი მრეწველობა; პირველყოფილ დონემდე დაკნინებული სოფლის მეურნეობა; უცხოელებზე მიწების გაყიდვის სპეკულაცია; საქართველოში უცხოელების ჩამოთესლების ბიზნესი; დაკნინებული და არარაობამდე დაყვანილი მეცნიერება; მახინჯი განათლება; წარსულის ლანძღვა და სქესობრივ სიმყრალეზე დაფუძვნებულ ევროპელებად გადაქცევის ღავღავი.
         კი ბატონო, არ ვარგოდა ის წარსული ცხოვრება? მაგრამ ათასჯერ უარესი რომ მოახვიე ქართველ ხალხს. გამრავლებული გაანახევრე, დაამშიე, დააკნინე და უცხოეთში გადახვეწა სანატრელად უქციე; როგორი უსირცხვილობით ჩამოირეცხე ასე საფუძვლიანად ნამუსი, საკუთარ ერს ამ დონეზე რომ უბნელებ სიცოცხლეს და დღევანდელით ტრაბახის ფონზე წარსულს აგინებ? რით გამოგაძღო იმ არსებამ, ვისი ძაღლიშვილობაც არჩიე ერისთვის თავდადებულო, სპეტაკი სულის მამულიშვილის გაჭირვებაში ყოფნას?!
       მონღოლებსაც კი არ უკადრიათ ეკლესიის საქმეში ჩარევა და მას სრული თავისუფლება ჰქონდა. ამერიკელები კი ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებს ისე იბარებენ ოკეანის გაღმა და თავის ჭკუაზე მოძღვრავენ, ირანის შაჰსაც რომ არ დასიზმრებია ამგვარი რამ.
   რომელი ამერიკის მონობაში მიძვრებით, რუსეთს რომ ედავებიან, ბედოვლათი პრეზიდენტი შენ აგვარჩევინეო?! ერთი ცენტის ინვესტიცია რომ არ ჩაუდვია საქართველოს ეკონომიკაში და ლუგარის ბაქტერიული ლაბორატორიით გვაჯილდოვებს, რომლის მოწყობისათვის მილიონობით დოლარს ხარჯავს. ცდების ჩასატარებლად ბაყაყები და კურდღლები აღარ სჭირდებათ,ამ ბაქტერიული დივერსიის უბედურებაში ქართველებიც ეყოფათ. როცა მოისურვებენ, გამოჟონავს ინფექციური საშინელება იქიდან და კარგად მეყოლე. თუ ალექსეევკის დასახლება შემოეხარჯათ, აგერაა თბილისი და მთელი საქართველო. ამგვარი ლაბორატორიები აქვთ უგანდაში,ტანგანიკაში, სირიაში, ავღანეთში, ერაყში და მათ საცეცებში მოტანებულ მრავალ გაჭირვებულ ქვეყნებში. ნახეთ რა დონეზეა მისი პარტნიორობა!
     ვისი ნათელი ჭკუით და ვისთან მეგობრობით იქცა ნაცარში ჩასაქრობად ნაკვერჩხალივით მბჟუტავი საქართველო სინათლის და სითბოს მფრქვეველ მძლავრ, აგიზგიზებულ ჩირაღდნად? როგორი დამოუკიდებლები არიან ვინმე სექსუალურ მანიაკ ბუკიკიოს ვიზიტის შიშით უკანაფეხებჩასველებულ კურდღლებს დაემსგავსნენ. რუსთავი-2ის საკითხზე მთელი ამხელა ღავღავის შემდეგ, ევროკავშირის მოსამართლის მიერ საქართველოს უმაღლესი სასამრთლოს დადგენილების აბუჩად აგდებით გულგახეთქილები გულივერის სითხის დასხმულებივით ჩაიფერფლენ და ჩაქრენ/
         რამდენი წელია რუსეთის ლანძღვაში და ევროპელებად გადაქცევის ქაქანში საქართველო დააკნინეს და ბანანის რესპუბლიკის დონეზე მიჩანჩალებს. ქართველი ხალხი გაანახევრეს და ეს საზარელი პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება. რა უნდათ , საქართველო ნაცარში ჩასაქრობად მბჟუტავ ნაკვერჩხლის დონემდე უნდა დაიყვანონ?!
       ამ ფსევდოდამოუკიდებლობით თავბრუდახვევის პირობებში ყოველივე სასიკეთო დაკნინდა, განადგურდა და არარაობად იქცა, მისგან მხოლოდ გულისტკივილით გახსენებაღა შემოგვრჩა. დღესაც სულის, გონების და გრძნობის საამოდ ვუყურებთ ადრე გადაღებულ ქართულ ფილმებს და მისი მრავალჯერ ჩვენება არა გვწყინდება, რამეთუ სხვა აღარაფერი გვაქვს. უცხოური ნახატი ფილმების უაზრო, უიდეო გაუთავებელ ჭყვლიპინის მოსმენისას სულის შეხუთვად მოგეძალება ბრწყინვალე ქართული ნახატი ფილმების გახსენება. ჩაიფერფლა და წარსულს ჩაბარდა მსოფლიოში სახელგანთქმული საქართველოს კინოსტუდია. მის გასავლელ დიდებულ შემოქმედების გზაზე აქა-იქ გარყვნილ, უზნეო და ბილწსიტყვის სარეველას თუ შეხვდებით ახლა.
       მატყუარა დემოკრატიის უბედურებით მომხვრჩვალი მწერლობა რუსეთის „ოკუპაციის“ პირობებში ყვაოდა. საბჭოთა კავშირის დროს კი დიდების მწვერვალზე ასული საქართველოს სიამაყედ ბრწყინავდა.
       მწერალთა კავშირი ბუდიდან გამოძევებულ ჭოტის ფიტულს დაამსგავსეს, მხოლოდ თვალებს რომ აჭყეტს და სამადლოდ ქანდარაზე შესმული ჩამოვარდნად ქანქარებს. გაჭირვებისუიმედობის ტყვე მწერლებს წვრილ მეწარმედ თვლიან და თუ მწირად რამის გამოქვეყნება შეძლეს, ბეგრავენ.
     ამგვარ სულის შემხუთავ შევიწროვების პირობებში გვექნებოდა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ქართველი ერის საამაყო, ბრწყინვალე მწერლობა? ვინ მოსთვლის ,გაუსაძლისი გაჭირვების და არაფრად ჩაგდების უმადურობაში რამდენ მწერალს შეახმა კალამზე ხელი, რომ თავისი სათქმელი ვერ თქვა.
     სამაგიეროდ, მყრალთა, გარყვნილთა, სქესობრივ მანიაკთა და ბილწთა წახალისებასა და განებივრებისათვის ძალღონეს არ ზოგავენ უცხოეთის ლაქია გაპონები.
       ცხინვალის მიერ ქართველთა გატაცების გამო აღავღავდებიან, ევროპას შეაშფოთებენ, საიდანაც დიდ მიღწევად გვამცნობენ, რომ ევროპა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეაო, ახალი ამბავი, რასაც ამერიკის რომელიმე ჩინოვნიკიც გაიმეორებს.მიტინგებს მოაწყობენ, ტელევიზორის ეკრანიდან ისეთ ქარბუქს დააყენებენ, ლამის გარეთ გამოხტნენ. პარტიები, არასამთავროები ერთობლივი რეზოლუციის მიღებით დაიმუქრებიან; გაბრაზებული და აღშფოთებულები როგორც იქნება დაწყნარდებიან ბაკულას ღორების შემშინებლებივით და მორჩა, სანამ მორიგ ასახმაურებლად რომელიმე ქართველს არ დაიჭერენ. არ მოსწყინდათ ეს ყეინობა?! რომელიც გნებავთ საღად მოაზროვნე რიგითმა იცის ამ პრობლემის მოგვარების გზა და ესენი საწინააღმდეგოდ ვის გულის მოსაგებად იქაჩებიან?
         ევროპას საკუთარი თავი გასჭირვებია. პიდარასტების დროშის ფრიალში გაცვედანებულებს თავიანთი ამძუნვალებული ქალები, მათგანვე აწიოკებული ქვეყნებიდან ლტოლვილთა მიერ დასაგრილებელი რომ გახდომიათ და ვერ გაუგიათ ვინ ვის აუპატიურებს.
       აქ ბობოქრობენ, ევროპამ რუსეთს პრინციპულად უნდა დაუყენოსო საკითხი. რუსეთის მიმართ სანქციების გამოყენებით ლამის თვითონ მოიტეხონ კისერი; სხვა რა ქნან უკბინონ? თავიანთი რეკომენდაციებით მასხარად აგდებულის და ნატოში შესვლის მათხოვრისათვის დაიწვავენ სწორედ ჯიგარს, მაშინ, როდესაც დანაწევრებული და გამათხოვრებული საქართველო სჭირდებათ.
         სამარცხვინო და სასაცილოზე უარესია, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძახილით რომ ცდილობენ, ქართველების ევრო- ატლანტიკურ საყასბოში შერეკვას. ამდენი ხნის განმავლობაში ის ბუზიც მიხვდებოდა ძერასთან ერთად წიწილას მოტაცებაზე მისი ტრაბახი სასცილო რომ იყო. სტრატეგიული პარტნიორები კი არა, მონები რომ არიან, ვერ გაუგიათ და იმ თხა გაპონივით, როცა დასჭირდება, ამათაც შერეკავენ საყასბოში.
       ზოგიერთს ამნეზია შეეყარა თუ გაპონის მუხთლობას მთელი არსებით ეზიარა, დაივიწყეს ცხინვალთან ურთიერთობის მოგვარების გზაზე ნაციონალური მოძრაობა ქიმერასავით რომ გაწვა. დღევანდელი უბედურება ადამიანების გატაცება და სიკვდილი სწორედ მათი დამსახურებაა. ერგნეთის ბაზრობა მეგობრობის აღდგენას და მის გაღრმავებას ემსახურებოდა. ამათ კი კოკოითი ფანდარასტის ღრიალით აიკლეს ქვეყანა, როგორც სჩვევიათ ფაშისტებს კაციჭამიებივით მსხვერპლის წინ როკვა. რუსეთი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და სამშვიდობო ძალებით ცმშვიდობას იცავდა. მდგომარეობას სასიკეთო პირი უჩანდა, თუ არა უცხოეთის ლაქია გაპონი ნაციონალები. რაც ამათ ჩაიდინეს, ნამუსი რომ ჰქონდეთ,თავი უნდა მოეკლათ. გამწარებულმა რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დასავლეთი კი თავიანთ სასაცილო და ძაღლიშვილ-სააკაშვილს ახლა უკრაინელი ხალხისთვის თავდადებულის ნიღაბით იყენებს, სანამ მორიგი ქვეყნის უბედურებად არ დასჭირდებათ მისი პატრიოტობა.ასეთია ევრო- ამერიკული ძალადობაზე მორგებული სიმართლედ მონათლული სიცრუის ნამდვილი სახე/
       ახლა ვინ არის ფანდარასტი?! ათმაგად სავალალოა, რომ ცხინვალიდან გატაცებული და დაღუპული ქართველების გამო ამ უბედურების ავტორი ნაციონალები პროტესტით დარბიან. მუხთლობისათვის სათანადოდ დასჯის მაგიერ, საქართველოს უფრო საშინელ განსაცდელს რომ უმზადებენ.
       ქართველთა უბედურება კი მაშინ დაიწყო, როცა გაქნილი, გაიძვერა შევარდნაძე მოგვევლინა თავკაცად.
     საქართველოს ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი მადლი, სითბო, სიყვარული და ეროვნული სიამაყით შენელებული, საუკუნეებით დახვეწილი ტრადიციები ამშვენებს. ყველა ერთად ქართველთა ურთიერთ სიყვარულით და მადლიან ეროვნული სურნელებით შემკულ ულამაზეს ბუკეტს ჰგავს. რომელიმე კუთხის უბედურება ერთიანი ქართული ორგანიზმის მწუხარება და ტკივილია.
     რომელიც გნებავთ დღევანდელ სქესობრივი გარყვნილებით აქოთებულ დიდი სახელმწიფოების მოწონებულ გემოვნებას გაახუნებს წლების სიმრავლით გასხივოსნებული მეგრული გრძნობის და გონების დამატკბობელი სიმღერა და ამაყი ტრადიციების სიმშვენიერე. სწორედ ამ სიყვარულის ჰარმონიის სიძულვილის შხამით მოწამვლას შეუდგა ედუარდ თავკაცი. სამეგრელოს ყველაზე პირსისხლიანი დამბრყობის დაუნდობლობით დარბევის გახსენებაზე თაობებს შეაჟრჟოლებს. კომუნისტობის დროს ქართველებს რუსეთის ბაზრებში დასდევდა და აწიოკებდა ვაჭრუკანობის და სპეკულიამტობის ბრალდებით მისი ავტორიტეტის შესალხად. ფუჭი პომპეზურობით, მიწერებით, სიყალბითა და თვალთმაქცობით დატბორა საქართველო. ბრეჟნევის ქებით ყველა მლიქვნელს და გაიძვერას გაასწრო, პასუხად დაწიოკებაში ხელშეუხებლობის მანდატი მიიღო და გაუმწარა კიდეც ქართველებს სიცოცხლე; არც რუსეთში ყოფნისას მოიშალა ქართველთა დაბალღამება. მეორედ მოსვლისას კი კვნესა გოდებით გაავსო ქვეყანა. აფხაზეთის საკითხის ერთიანობის სასარგებლოდ მოგვარება უარყო, იქიდან გამოქცეულმა თბილის ქალაქობა იზეიმა და აფხაზეთის ქართველობა კოდორის გოლგოთას შეატოვა. საბჭოთა კავშირის ნგრევიდან საღსალამათად გამოსვლის მაგიერ, მის ეპიცენტრად გვაქცია და დღემდე განუკურნებელი ტკივილები შეგვატოვა, რაც ესოდენ წამლავს ქართველთა სიცოცხლეს.
       საქართველოს კუთხეების ურთიერთ სიყვარული და ძმობის ჰარმონია ვერ დაარღვია, მაგრამ წავიდა და უბედურებად დატოვა მისგან გაპონებად გამოზრდილი ნაციონალთა ხროვა. რა ვიღონოთ, როცა მისი დამსახურება სათანადოდ დაფასებული არ არის? საკუთარ თოკზე ჩამოვეკიდოთ და მის უამრავ ღვაწლს ბოლო ბოროტებაც შევმატოთ, თუ ისტორია ახლიდან გადავწეროთ?თუ არადა ძალაც ნაციონალების ხელშია და სტრასბურგის სამართალიც, წამოასკუპონ რიყეზე რეიგანის გვერდით და ამრიგად შექმნან ოკუპაციის მსგავსი ხიხო და ბასას მუზეუმი.
         კარგია დღეს თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა რომ გვაქვს. მაგრამ რა ვქნათ, რაც იყო იმას რა ვუყოთ? ისტორია ორმოებიანი გზა ხომ არ არის, რომ ჩვენ გემოვნებაზე მოვთხაროთ და ახალი დავაგოთ, რათა მომდევნო თაობამ თავის გემოვნებაზე გადააკეთოს? თურქეთს ჩვენი ისტორიული მეგობარი ვუძახოთ და ვინც გადაგვარჩინა, გაგვაერთიანა და აგვაყვავა ლანძღვა-გინებით ავიკლოთ?!
         უმადურობა ყველაზე საძულველი მანკიერებაა, რომელსაც სიკეთით და ალალი მონამიებით მკურნალობა თუ არ ახლავს, ბრმა განუკითხაობასა და მტრობაში გადაიზრდება უმადურის საზიანოდ.
         ქართველ ხალხს უმადურობას ვერავინ უსაყვედურებს. რუსეთთან ძმობას და მეგობრობაშიც არაფერი შეშლია, მაგრამ რა ქნას, როცა ამჟამად საქართველოში გაპონიზმის მოწამლულთა აღვირახსნილი თავხედობა მძვინვარებს. ძმა ძმას არ აპატიებდა ამდენ ღვარძლს რაც ესენი რუსეთის მიმართ ანთხევენ ევრო-ამერიკული ბატონების გულის მოსაქონად. კიდევ კარგი, რომ რუსეთში ქართველთა მიმართ კეთილი განწყობილება არ გამქრალა, თორე თუ გაბოროტებამ იმძლავრა, უბედურებად გვექცევა, როცა ამის ძალაც აქვს და ვერც ვერავინ დაუდგება წინ. არადა აშკარად განაცხადეს, რომ მოსალაპარაკებლად მზად არიან. საცოდავი პლასტელინა, უცხოეთის მონა პრეზიდენტი კი ყვინჩილასავით იფხორება, ჩემ სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა შევუთანხმდეო. ვითომ არ იცის, რომ ამ „პარტნიორებს“ საქართველოს გაერთიანება და რუსეთთან დამეგობრება არ აწყობთ. ან რა პირით უნდა ესაუბროს რუსეთს, როცა მისი აუგად ხსენებით ჭიქაში ქარიშხალს აყენებს და ამ დამსახურების ფასად ზის რბილ სავარძელში.
       ნაციონალთა ძალადობით, ღალატით და თავხედობით აღშფოთებულმა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მათი აღვირახსნილი პარპაში დაამხო. ყველა ელოდებოდა, რომ მოხდებოდა ამ დამნაშავეთა ხროვის აკრძალვა უამრავ დანაშაულზე პასუხისგება, მაგრამ პრეზიდენტად ისევ იჯდა იუდა სააკაშვილი, მაღალ პოსტზე ნაციონალები იყვნენ მოკალათებული; თვითონ „ქართულ ოცნებაში“ შემძვრალი, უცხოეთის აგენტი „რესპუბლიკური“ პარტია, მისი მსგავსი უამრავი პარტიები და უამრავი არასამთავროები; ევროკავშირი, მისი „სახალხო პარტია“ და ნაციონალთა მიერ მოქრთამული ევროპარლამენტი ერთობლივად უშლიდნენ ხელს ახალი ხელისუფლების ხალხის სასიკეთოდ ყოველ გაფაჩუნებას. ამერიკელთა ბატონობამ მონღოლებისას გაასწრო, რამეთუ მათ საცეცებში მოტანებულ ხალხზე ძალადობის მეთოდები უფრო დაიხვეწა.
         მეფე- დიმიტრი თავდადებული მონღოლების უღლის შემსუბუქებას ცდილობდა, მაგრამ მათ ომებშიც მონაწილეობდა და ქვეყნისათვის აუტანელ მძიმე დავალებებსაც ასრულებდა. მათი უღლის ქვეშ მგმინავ- ხალხს საიდან ეცოდინებოდა, რომ მის მკერდში ერის სიყვარულით ანთებული გული ფეთქავდა, სანამ გადამწყვეტ მომენტში სამშობლოსა თვის თავდადებული მამულიშვილის გამოცდა სიცოცხლის ფასად არ ჩააბარა.
     ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა „ქართულ ოცნებას“, როცა ამ ორგანიზებულ გაპონთა ხროვას ევრო-ამერიკული ქოლგა აფარია და პლასტელინა, ვაი პრეზიდენტი ხელისუფლების ფორანს თვალებში ჯოხივით ეჩხირება. წინა პრემიერს სიმტკიცის ნიშნები შეატყვეს და დაუზარებლად უყეფდნენ, სანამ ოჯახის საღი შეფასებისათვის პოსტი არ დაატოვებინეს. ახლა კვირიკაშვილს ებრძვიან, მისი გადადგომისთვის მიტინგებს და შიმშილობას აწყობენ ისინი, ვისაც გაპონების მამამთავარ პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის უნდა ებრძოლა და „საქართველო, ნატო, რუსეთის“ ძახილით ჭეშმარიტება არ აექოთებინა.
     კოჰაბიტაციით გათავხედებული და რევანშის ჟინით შებყრობილი ნაციონალები, ევრო- ატლანტიკური ბატონების მხარდაჭერით და წაქეზებით ბორდელს მეძავის ენერგიით პატიოსნებას იბრალებენ, ისედაც გამწარებულ წუთისოფელს შხამს უმატებენ; ტელევიზიის უმრავლესობა ხომ ოკუპირებული აქვთ და იქიდან აფრქვევენ ბოღმით გატენილ უსინდისობას.
     პრემიერმა კვირიკაშვილმა კი თავხედ ნაციონალს მისი შესაფერისი პასუხი ჩააბარა, რითაც ქართულ ეროვნულ სიამაყეს გული მოფხანა. როცა ამ გაპონების საქციელის სათანადო შეფასებისთვის კანონს ევრო- ამერიკული ვეტო ადევს, სხვა რა უნდა ექნა?! განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ, რომელიც ხალხმა ვაჟკაცობად და ერისკაცობად ჩაუთვალა, ხომ მთლად გააცოფა დასავლეთის ლაქია პოლიტიკური გოშიები. ესენი ხომ იმას უყეფენ, ვისაც ქვეყნის სასიკეთოდ გაფაჩუნებას შეატყობენ. მათგან პარლამენტიც გვარიანად არის დანაგვიანებული; რას იზა, ფორმა ამართლებს შინაარსს.
     ქუჩაში ერთი ქალი შვილს ედავებოდა, პარლამენტის უფროსი ბიჭივით რომ დაგკიდავს კულულები, არა გრცხვენია?! დალაქთან თუ არ მიხვალ და კაცს არ დაემსგავსები, ცხვრის დუქარდით გაგკრეჭავო. თუმცა, საშიში არაფერია, პარლამენტში დუქარდი მაინც არ ექნე ბათ.
   გაუსაძლის გაჭირვებაში მყოფი ქართველი ერი კი ჯერჯერობით დუმს. იქნებ თავდადებულ დიმიტრი მეორის გამოჩენას ელოდება? არადა, ალგეთის მგლის ლეკვები მგონი უკვე დაიზარდნენ.

15 მარტი 2018 წელი
საქართველო, თბილისი
„საქინფორმში“ ესკლუზიურად გამოსაყვეყნად