უცხოეთი
გენერალი ჯონ ჰაიტენი - აშშ-ი რუსეთისა და ჩინეთის ზებგერითი შეიარაღების საფრთხის წინაშე დაუცველია

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ი რუსეთისა და ჩინეთის ზებგერითი შეიარაღების საფრთხის წინაშე დაუცველია, – ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული ძალების სარდლობის მეთაურმა განაცხადა.
ბირთვულ სტრატეგიაზე პასუხისმგებელმა გენერალმა, ჯონ ჰაიტენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის მიმდინარე პირობები შეკავების პოლიტიკას უნდა დაეყრდნოს. მოსმენაზე რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ ინჰოფმა ჰაიტენს სთხოვა, აეხსნა რა არის ზებგერითი შეიარაღება.
„ზებგერითი რაკეტა – ესაა სისტემა, რომელიც თავიდან მოქმედებს, როგორც ბალისტიკური სისტემა, შემდეგ ის ტრაექტორიას იცვლის. რაკეტა ადის ატმოსფეროს ქვედა საზღვრის სიმაღლემდე, შემდეგ დაუყუვნებლივ ეშვება და ჰორიზონტალურად მიფრინავს. ეს ყველაფერი კი ძალიან მაღალი სიჩქარით ხდება“, – განაცხადა ჯონ ჰაიტენმა.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა რუსეთს აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე უწოდა.
ჰაიტენი ფიქრობს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, აშშ-მა საკუთარი არსენალი დაბალი სიმძლავრის ბირთვული ქობინებით უნდა შეავსოს.

1tv.ge