უცხოეთი
იან კელი - ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქცევა ნდობის განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დიდი ხნის განმავლობაში გადაუცემლობა საშინელი ფაქტი იყო და მსგავსი ქცევა ნდობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც რაიმეს დაპირება ხდება, აუცილებელია, არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქცევა ამის საფუძველს არ იძლევა. ის, რაც მათ გააკეთეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ დიდი ხნის მანძილზე არ დაუბრუნეს ოჯახს, ნამდვილად საშინელი ფაქტი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი ქცევები ხელს არ უწყობს ნდობის განმტკიცებას, ნდობის არსებობას და კონფლიქტის გადაჭრას.
იმედი გვაქვს, რომ ზოგადად, იქნება პროგრესი მოლაპარაკებებზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი საშინელი და საზარელი ქცევები არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩა იან კელიმ.
ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ოკუპირებული ტერიტორიიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, გუშინ გადაეცა.

1tv.ge