რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (18.03.2018)

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი.
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული.“ და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით მოგვცეს სიყვარული და ღვთის მფარველობა, ღვთის მადლი და ძალა.
ახლა ერთად ვთქვათ: ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს. სამჯერ.
გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.