საზოგადოება
სომეხმა მღვდელმა სამუილ აგოიანმა განაცხადა, რომ წმინდა ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის - პატრიარქები სანთლების შეკვრას ზეთის კანდელიდან უკიდებენ

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სომხეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა სამუილ აგოიანმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლო. აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე რეპორტაჟის გადაღების დროს აგოიანმა ჟურნლისტებს უამბო, რომ სამჯერ ესწრებოდა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, გადმოსცემს პორტალი „ისრაელის ახალი ამბები“. მისი თქმით, ამ პროცესში მისტიკური არაფერია - პატრიარქები სანთლების შეკვრას ზეთის კანდელიდან ანთებენ. ღმერთი სასწაულს ახდენს, მაგრამ არა ადამიანების გასართობად“, - განმარტა სასულერო პირმა.