სამართალი
გვარის შეცვლას 16 წელს მიღწეული პირი მხოლოდ ერთხელ შეძლებს

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში გვარის შეცვლას 16 წელს მიღწეული პირი მხოლოდ ერთხელ შეძლებს.
ჟურნალისტებთან საუბარში სარჯველაძემ ის საკანონმდებლო ცვლილებები განმარტა, რომლებიც გვარის შეცვლის რეგულაციებს ახლებურად განსაზღვრავს.
სარჯველაძის თქმით, ცვლილებების მომზადების განმაპირობებელი ფაქტორი შექმნილი ვითარება და ის კითხვის ნიშნებია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიერ გვარის შეცვლის გზით ევროპაში გამგზავრებას და საკანონმდებლო რეგულაციების გვერდის ავლას ეხება.
ერთი მხრივ, ცვლილებები ითვალისწინებს იმ პროცედურების გართულებას, რომ ამ უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენება არ მოხდეს და მეორე მხრივ, გათვალისწინებულია საფუძვლები, რა შემთხვევაში იქნება გვარის შეცვლა შესაძლებელი. გვარის შეცვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 16 წელს მიღწეული პირის მიერ იქნება, თუმცა შეიძლება ეს გამოყენებული მეტჯერ იყოს და ქორწინების უფლებას ეხება, მაგრამ შეზღუდვები ამ თვალსაზრისითაც არის. ეს ნაწილია იმ მოქმედებების, რომლის შედეგად არაკეთილსინდისიერი შესაძლებლობები უნდა შემცირდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ არაკეთილსინდისიერების რიცხვი შემცირებული იყოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.