პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების მონაცემებით, აფხაზეთში პუტინს ამომრჩეველთა 76,67%-მა მისცა ხმა, არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 42 ათასმა ადამიანმა მიიღო.
„კენჭისყრის შედეგები აშკარაა, და ეს მოწმობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ენდობიან იმ კურსს, რომელსაც მთელი ბოლო წლების მანძილზე ატარებდით. საგრძნობლად იქნა მოდერნიზებული ეკონომიკა, დიდი ყურადღება ეთმობოდა სოციალური სფეროს განვითარებას, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო არენაზე რუსეთის ინტერესების დაცვას“, - ნათქვამია აფხაზეთის ლიდერის მილოცვაში, იუწყება Спутник – Абхазия.
„აფხაზეთის ხალხი აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მთელი ეს წლები ჩვენს ქვეყანას უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მართლაცდა ძმური ურთიერთობა შემდგომშიც დინამიკურად განვითარდება. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მძიმე შრომაში რუსეთის ხალხის საკეთილდღეოდ“, - ასკვნის ხაჯიმბა.