პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და რფ-ის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების იუბილეზე დაპატიჟა

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სატელეფონო საუბარში, რომელიც გუშინ, სამშაბათს გაიმართა, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა პუტინს უამბო, როგორ მიმდინარეობდა კენჭისყრა რესპუბლიკაში: „მინდა, გითხრათ, რომ სამხრეთ ოსეთში 92,8 პროცენტმა ხმა თქვენ მოგცათ. თანაc გასულ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით საარჩევნო უბნებზე 20 პროცენტით მეტი ადამიანი მივიდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი თქვენი მადლობელია და სრულად გიჭერ მხარს. სამხრეთ ოსეთში თქვენი გამარჯვება არანაკლებ გაგვიხარდა, ვიდრე რუსეთში“, - თქვა ბიბილოვმა, იუწყება „Спутник – Осетия“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების გაგრძელების იმედი აქვს. ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების და თქვენთვის ხელსაყრელ დროს ჩვენი ახალი შეხვედრის იმედი მაქვს, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ. და ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგპატიჟოთ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.