პოლიტიკა
რუსულ არხს „Россия 1“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მილიონ 100 ათას დოლარს გადაუხდის

     საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ტურისტების მოსაზიდავად ერთი თვის განმავლობაში საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები გავა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, რომ არც რუსეთი და არც მისი მთავარი არხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ ყოფილა. გიორგი ჩოგოვაძის მტკიცებით, არხის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი საკონკურსო პირობები იყო, მათ შორის რეკლამის ფასი.
საქართველოს შესახებ ზაფხულის სეზონის სარეკლამო კამპანიის ორგანიზებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გამარტივებული შესყიდვით ჩეხურ კომპანიასთან გააფორმა. „ალიანს მედია“ იზრუნებს რეკლამის "Россия 1“-ის ეთერში განთავსებაზე.
ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ "Россия 1“-ის ეთერში აპრილიდან უნდა განთავსდეს. რეკლამა არხზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.