საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნებში ესოდენ დამაჯერებელი გამარჯვება მეტყველებს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და ხალხის აქტიურ მხარდაჭერაზე - ილჰამ ალიევი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „საპრეზიდენტო არჩევნებში ესოდენ დამაჯერებელი გამარჯვება მეტყველებს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და ხალხის მიერ იმ კურსის აქტიურ მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სტაბილურობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფას, მასშტაბური რეფორმების განხორციელებას, გრძელვადიანი სოციალური პროგრამების ხელშეწყობას“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მისალოც ტელეგრამაში ვლადიმერ პუტინისადმი.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა რწმენა გამოთქვა, რომ ორივე ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას და კვლავაც შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების ინტერესებს, რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებას და პროგრესს“.