სამართალი
დღეს ზურაბ ვაზაგაშვილს 27 წელი შეუსრულდებოდა

vazagashvili2006 წლის 2 მაისს მომხდარმა ფაქტმა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურა ვაზაგაშვილი დაიღუპა, რომლის საქმე კვლავ განხილვის სტადიაშია და ევროპის სასამართლოშია შეტანილი. ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა საქინფორმს გამოძიების ხელთ არსებული ფოტომასალები აჩვენა. ბრალდების მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ სროლა ავტომანქანის უკანა საქარე მინის მიმართულებით მიმდინარეობდა, ქარწყლდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათით, სადაც აღნიშნული საქარე მინა აბსოლუტურად მთელია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხარატიშვილი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან ზურა ვაზაგაშვილის მემორიალთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ ამგვარ ფაქტებს არ შეგუებიან.