პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი საქართველოში: თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს!

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ა.წ. 15 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, იუწყება „რადიო თავისუფლება“.
ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიურთიერთოთ რუსეთთან. აშშ- რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა.
მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. მესმის მისი იმედგაცრუების, რადგან ათი წლის განმავლობაში არ გვქონია პროგრესი. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი ხანია, 40 წელზე მეტია, დაკავებული ვარ საბჭოთა კავშირითა და შემდგომ რუსეთით. საჭიროა, ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.