სამართალი
გასული წლის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულთა მატება აღინიშნა

narcoticiშს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, თბილისის მასშტაბით, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ბრუნვის 2 973 შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთაგან 817 მძიმე კატეგორიისა იყო. ქვეყნის მასშტაბით, 5 465 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 316 – მძიმე კატეგორიის. რეგისტრირებულია ნარკოტიკის კონტრაბანდის 116, რეალიზაციის 167, ნარკოტიკების შემცველი მცენარეების უკანონოდ დათესვის 121 ფაქტი. ამასთან, მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებული 254 საქმე ამ დროისთვის გაუხსნელია. რეგისტრირებულ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესი ნაწილი თბილისზე მოდის. შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა მიხედვით, ყველა ნარკოდანაშაული, უკანონო მოხმარების გარდა, შესაბამისად, 3-დან 6 წლამდე ან 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.