საქართველოს საპატრიარქოს განმარტება კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრის შესახებ (17.03.2018)
რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრის შესახებ (17.03.2018)

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი.
.. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგარუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, - ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა დაშაბათის კურიერის“ „პრომოშიცგამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.
-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გასწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.
შევნიშნავთ იმასაც, რომ -ნი . გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ . გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.
რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა.