პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება
11 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლამდე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. ამ აქციაში მონაწილეობის მიღებისაკენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა ლაშა ჩხარტიშვილმა, „ხალხის პარტიის“ წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელმა მანუჩარ სიგუამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდეს.
როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას უამრავ ცინიკურ განცხადებას გააკეთებს და ტყუილს იტყვის, რაც მოქალაქეებმა პროტესტის გარეშე არ უნდა დატოვონ.
საპროტესტო აქცია 11 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წარსდგება.