სამართალი
საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. გლდანში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, იარაღი არასრულწლოვანს გაუვარდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებული არ არის.