სამართალი
საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. გერმანიის ქალაქ პადერბორნში სუპერმარკეტების ძარცვის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათ რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს.
პოლიციის ინფორმაციით, სქემა ასეთი იყო - ორი მამაკაცი სუპერმარკეტში შედიოდა და კიდევ ერთი მათ გარეთ მანქანაში ელოდა.
ბრალდებულების დაკავება მას შემდეგ მოხერხდა, რაც მორიგი ძარცვის დროს მათ ერთ-ერთი გამყიდველი დაედევნა. მიუხედავად ამისა, მძარცველებმა მანქანაში ჩასხდომა შეძლეს, თუმცა ავტომობილი ადგილობრივებმა შეაჩერეს. შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა. ამჟამად ძარცვაში ბრალდებულები ციხეში იმყოფებიან.