უცხოეთი
მერკელის, ტრამპის, მაკრონისა და მეის ერთობლივი განცხადება - სკრიპალის მოწამვლა ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმაა

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საფრანგეთი, გერმანია, აშშ-ი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ სკრიპალის მოწამვლა მათ უსაფრთხოებას ემუქრება, – ამის შესახებ განცხადება ამ ქვეყნების ლიდერებმა გაკეთეს.
დონლად ტრამპი, ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი და ტერეზა მეი მოუწოდებენ მოსკოვს, უპასუხოს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს. განცხადებაში სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის შეფასებული.
ისინი მოითხოვენ რუსეთისგან, სერგეი სკრიპალის მოწამვლის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის დეტალები გაასაჯაროოს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღეს.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.

1tv.ge