საზოგადოება
ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემა 10 თებერვლიდან დაიწყება

vaucherebiროგორც პრეზიდენტის პრესსკიპერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემა 10 თებერვლიდან დაიწყება.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად მუშაობენ.

"ეს არის მთავრობის მოკრძალებული თანადგომა და, ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენს ოჯახებს მცირეოდენით მაინც შეუმსუბუქებს ინფლაციურ პროცესს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.