სამართალი
რეადმისიის მოთხოვნების 97% კმაყოფილდება, რაც ვიზალიბერალიზაციის შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - მიხეილ ჯანელიძე

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ რეადმისიის მოთხოვნების დაახლოებით 97% კმაყოფილდება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა ვიზალიბერალიზაციამ შეუფერხებლად იმუშაოს.
მინისტრის თქმით, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ძალიან კარგია, რომ რეადმისიის მიმართულებით რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რეადმისიის მოთხოვნების დაახლოებით 97% კმაყოფილდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციამ იმუშაოს შეუფერხებლად.
რეადმისიაეს არის ჩვენი აღებული ვალდებულება. ვინც სავიზო რეჟიმს არღვევს შენგენის წევრ ქვეყნებში, ჩვენ ამ მოქალაქეების უკან მიღება უნდა მოვახდინოთ, სწორედ ამას ემსახურება რეადმისიის პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.