სამართალი
სუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს - ნინო გიორგობიანი

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარანიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა გიორგი ზარანდიას უკანონო დაკავების ფაქტი. აღნიშნულის დაკავება .. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.
აღნიშნული ფაქტი გაზიარებულია და მიწოდებულია ევროკავშირისთვის. სუს- მუშაობს დაკავებულის გათავისუფლების საკითხზე“, – განუცხადა პირველ არხს ნინო გიორგობიანმა.
13 მარტს ოკუპირებულ გალის რაიონში .. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს. ზარანდიას მიმართ .. პროკურატურაში .. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.