პოლიტიკა
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. კერძოდ, დაურ კოვემ სააგენტო „აპსნიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საქართველოს მხრიდან არაა დილოგის მზაობასთან დაკავშირებით პირველი განცხადება.
ჩვენ გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, სადაც ქართული მხარის მიერ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე აცხადებს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ტიპის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა დიალოგს და მთლიანობაში, კონფლიქტის დარეგულირებას.
იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დავინახავთ რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას ქართული მხრიდან სრულყოფილი სახელმწიფოთაშორის დიალოგისთვის, აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად”, – აცხადებს დაურ კოვე.
აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოს მზაობას დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს, თუკი ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აღნიშნავს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.