უცხოეთი
ვალერი გერასიმოვი - რუსი სამხედროებისთვის საფრთხის შექმნას, რუსეთის შეიარაღებული ძალები პასუხს გასცემს

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსი სამხედროებისთვის საფრთხის შექმნას, ან დამასკოს დაბომბვას რუსეთის შეიარაღებული ძალები პასუხს გასცემს, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ვალერი გერასიმოვის თქმით, ყალბი ინფორმაციის საფუძველზე აშშ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სირიის ხელისუფლების დადანაშაულებას და ასადის ძალების კონტროლირებული ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვას გეგმავს.
„ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ყალბი კადრების გადაღებას გეგმავენ. ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ წევრები და გადამღები ჯგუფი უკვე ადგილზე არიან, რომლებსაც თან აქვთ სატელიტური ვიდეო გადამცემები“, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა.

1tv.ge