უცხოეთი
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი ანდრეი ლისენკო სოციალუ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
როგორც უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, 6 მარტს უკრინის გენერალურმა პროკურატურამ ნიდერლანდებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესუალური და საგამოძიებო მოქმედებების შესასრულებლად საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების თხოვნა გაუგზავნა.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ წინასწარი გამოძიების შეწყვეტა აღნიშნული მოთხოვნის გაგზავნას უკავშირდება. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკშვილის თანაგუნდელის სევერიონ დანგაძის წინააღმდეგ გამოძიება გრეძელდება.
ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა გამოძიების განახლება და მისი უკრაინაში შეშვება მოითხოვა.
„დღეს მივიღეთ უკრაინის გენერალური პროკურატურის დადგენილება საქმის შეჩერების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ თუ რამე მოხდება, მხოლოდ ნიდერლანდებთან თანამშრომლობის ფარგლებში. სიტუაცია მარტივია: ისინი ფსკერზე დაეცნენ. ახლა დამტკიცდა, რომ კურჩენკოსთან საუბარი არ ყოფილა, ეს იყო მონტაჟი, მე საქმის განახლებასა და უკრაინაში ჩემს შეშვებას ვითხოვ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge