პუბლიკაციები
საქინფორმი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილის 2018 წლის 9 მარტის იმ განცხადების ქვეტექსტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობისადმია მიმართული - ექსკლუზივი

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილის განცხადების ქვეტექსტი

ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

5 თვის შემდეგ უკვე 10 წელი შესრულდება მას მერე, რაც ქართულმა არმიამ მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის სააკაშვილის ბრძანებით ღამის ცხინვალს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადებით“ დაარტყა - იმის ნაცვლად, რომ გამსახურდიას დროს დაწყებული და შევარდნაძის დროს თითქმის ჩამცხრალი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა. მაგრამ მე წერილს დღეს გწერთ, რადგან 5 თვის შემდეგ, შესაძლოა, უკვე გვიან იყოს...

ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა, როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რუსეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო და დაცვის ქვეშ აიყვანა ტერიტორიები, რომლებსაც თბილისი 90-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს და საიდანაც ყველა ქართველი გამოყარეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ საქართველოში ბევრი რუსებს მტრებად მიიჩნევს, ქართველ ხალხს ისევ სურს რუსეთთან მეგობრობა.

ხოლო 1 მარტს, მას შემდეგ, რაც თქვენ რუსული იარაღის ახალი სახეობები წარმოადგინეთ, საქართველოში მიხვდნენ, რომ ნატო და აშშ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში არ დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ თვითონაც უძლური არიან რუსეთის წინაშე. იმდენად უძლური, რომ ვაშინგტონისა და ლონდონის, ბრიუსელისა და სტრასბურგის ყოველდღიური განცხადებების მიუხედავად, ტატუნაშვილის ოჯახს მათი შვილის - ცხინვალში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარიც კი ვერ დაუბრუნეს.

შედით ჩემს რთულ მდგომარეობაში, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! მე ვიცი, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დაგვიბრუნებს, სანამ ამას თავად აფხაზები და ოსები არ სთხოვენ. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას, რომც მოინდომოს, არ შეუძლია მათი დამოუკიდებლობის აღიარება, იმიტომ რომ ამისთვის ქართველი ხალხი საფარნე ბოძებზე ჩამოგვკიდებს.

რუსეთი საქართველოს სარკისებური პასუხით ემუქრება, თუკი ჩვენთან ნატოს შემოვუშვებთ, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, არავინ არაფერს გვეკითხება - აშშ-მა საქართველოში მეტისმეტად ბევრი დოლარი დახარჯა, რომელთა ნაწილი ქეშად გასცა ქრთამების სახით, და ამას გამუდმებით გვაყვედრის და გვაშანტაჟებს. აშშ-მა საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკოსი, მთელი არასამთავრობო და ე.წ. სამოქალაქო სექტორი, თითქმის ყველა ტელეკომპანია და მედიასაშუალება მოისყიდა, ის აკონტროლებს შსს-ს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირდაპირ ემორჩილება არა მთავრობას, არამედ პენტაგონს, იმიტომ რომ მინისტრი ლევან იზორია და მისი მოადგილეები - საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის „შესანიშნავი მეგობრები“ არიან.

მაგრამ არ გვინდა, ჩვენი გამდიდრებული ჩინოვნიკების და სააკაშვილის პარტიიდან საპარლამენტო ოპოზიციის გამო სხვა ქართული ტერიტორიებიც დავკარგოთ - სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი, აგრეთვე რუსული ბაზარი და რუსი ტურისტები. ამას გარდა, ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც მოგვიწევს რუსეთიდან გზის გახსნა ცხინვალის გავლით და სომხეთისკენ რკინიგზის გახსნა აფხაზეთის გავლით.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! მე ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი დავამთავრე და საბჭოთა არმიის რიგებში ვმსახურობდი, თქვენთვის კი უცხო არ არის საქართველო, რომელიც გიყვართ და ქართველი ხალხი გებრალებათ. მომავალი თაობების გულისთვის, რომლებიც მხარდამხარ დაიცვეს ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის - ვლადიმერ სპირიდონის ძე პუტინმა, გთხოვთ - დაგვპირდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას! ამის შემდეგ მე თვითონ ჩამოვფრინდები მოსკოვსა და ჟენევაში, აგრეთვე, ავუხსნი ვაშინგტონს და ქართველ ხალხს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციას პრორუსულით ვცვლით, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანას აერთიანებს და მის სუვერენიტეტს აღადგენს!

გპირდებით - აღარასოდეს ვიქნებით ისეთი უგუნურები, როგორიც 2008 წლის აგვისტოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში, მეტიც, თუკი თქვენ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჩემს ვარიანტს დათანხმდებით, ჩვენ სხვა გონივრულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ, მაგალითად:
- დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ორგანიზებას გავუკეთებთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, რათა ყველაფერმა კორექტულად, ექსცესების გარეშე ჩაიაროს;
- განვახორციელებთ დიდ ინვესტიციებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთს მათი დოტაციაზე ყოლა აღარ მოუწევს;
- აფხაზები და ოსები შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით და ყველა დანარჩენი სიკეთით საქართველოს სხვა მოქალაქეების თანაბრად ისარგებლებენ;
- საქართველო, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ევრაზიულ კავშირში შევა.

იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, და თქვენი გადაწყვეტილება მაცნობეთ.

ღრმა პატივისცემით,
გიორგი კვირიკაშვილი